Thursday, March 18, 2010

ატმოსფერო და ჯანმრთელობა



1.პროექტის სახელი-ატმოსფერო და ჯანმრთელობა
2.პროექტის მიზანი-ატმოსფეროს გაბინძურებით გამოწვეული მავნე ზემოქმედების ნიშნები და მისი დაცვისათვის საჭირო ღონისძიებები.
3.პროექტის სრული აღწერა-ჩვენს საერთო სახლს ბიოსფერო ჰქვია. ადამიანმა უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებათა შედეგების გამო.უნდა მოახდინოს ზეგავლენა მის ირგვლივ მომხდარ მოვლენაზე, რათა ამ სახლში ცხოვრება უსაფრთხო და სასიამოვნო იყოს. ყველა- ცოცხალი შეგუებულია იმ კლიმატს სადაც იგი ცხოვრობს.
სიცოცხლისათვის საშიში სწორედ ამ ბალანსის დარღვევაა.ყველა პრობლემა უკავშირდება ატმოსფეროს დაბინძურებას. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად მოსწავლეები სახელმძღვანელოებისა და ისტ-ის საშუალებით მოიძიებენ ატმოსფეროს დაბინძურების გზებს: საწარმოთა გამონაბოლქვები,ტრანსპორტი, უხარისხო საწვაწვი, ტექნიკურად გაუმართავი ავტოპარკები და და– სახავენ ღონისძიებებს რათა თავიდან აიცილონ მავნე ზემოქმედების შედეგები. საქართველოში ატმოსფეროს დაბინძურების ხარისხით გამოირჩევა რამდენიმე ქალაქი:კასპი, ბათუმი, რუსთავი, ზესტაფონი.
4.მონაწილეთა ასაკი–12წელი
5.ვადა/ხანგრძლივობა/–1წელი
6.პროექტის შესაძლო აქტივობები:დისკუსია ატმოსფეროს დაბინძურების გამომწვევ მიზეზებზე, მოძიებული მასალის პრეზენტაცია,,გამოკითხული მოსახლეობის(ქ,კასპი) აზრის გათვალისწინება შემდგომი ღონისძიებების დაგეგმვის დროს, კასპის შემოსასვლელში ე.წ. ქარხნის უბანთან მოიპოვება ბუნებრივი ნედლეული, რომლისგანაც ამზადებენ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალას- გაჯს, რომელსაც იყენებს არამარტო ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ გააქვთ საქართველოს სხვა რაიონებში. კასპის სამხრეთ -აღმოსავლეთით მდებარეობს კირქვის კარიერი, სადაც მოიპოვება საცემენტე ნედლეული- მერგელი. აღნიშნული ნედლეულით მარაგდება არამარტო კასპი, არამედ რუსთავის ცემენტის ქარხანაც. კასპის სამხრეთ-დასავლეთით მოიპოვება სააგურე თიხები, რომლითაც მარაგდება მეტეხის აგურის ქარხანა. კასპში არსებული ბუნებრივი ნედლეულის გადამუშავება გარკვეულ პრობლემებს უქმნის კასპელებს.
7.მოსალოდნელი შედეგები: კვლევითი მუშაობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება. ატმოსფეროს დაბინძურების თავიდან აცილების ღონის ძიებების გატარება:გამწმენდი ნაგებობები, ტექნიკურად გამართული ტრანსპორტი, ტყის მასივების მოვლა-პატრონობა და ახალი გამწვანების ზოლების შექმნა ავტობანებზე და დასახლებულ პუნქტებში სადაც მეტია რისკი ატმოსფეროს დაბინძურებისა.
8. სარგებელი სხვებისათვის:საკუთარი წვლილის შეტანა ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შესაქმნელად (ერთი ადამიანი–ერთი ხე) , ინფორმაციის მიწოდება მასებისათვის ატმოსფეროს გაბინძურებით გამოწვეულიდაავადებების შესახებ(სასუნთქი გზების ონკოლოგიური დავადებები, ალერგიული ფონი,მოწამვლა, გაგუდვა) და აგრეთვე ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისათვის როგორ მიიღონ მონაწილეობა გეოგრაფიულ გარსში ნივთიერების და ენერგიის წრებრუვაში,რომ ქალაქში განიბნევა საწარმოო და საყოფაცხოვრებო ნარჩენები რომლებიც ტრანსფორმირებული სახით უბრუბდება ბუნებას ატმოსფეროში,წყალში, ნიადაგში.
10.საგანთაშორის კავშირი:გეოგრაფია, ეკოლოგია, ინფორმატიკა.
11.პროექტის ფასილიტატორი: ეთერ თაბუაშვილი12. ფასილიტატორის ელფოსტა––etotabuaSvili@gmail.com